გერმანია უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს
გერმანია უკრაინას უახლოეს დღეებში 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა.
მისი განმარტებით, გერმანიამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის სამ ეტაპად მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ 10 000 საარტილერიო ჭურვს პირველი ეტაპის ფარგლებში გადასცემს. საბრძოლო მასალას ბუნდესვერის არსენალებიდან ამოიღებენ.
ამასთან, გერმანია უერთდება ჩეხეთის ინიციატივას, უკრაინისთვის ჭურვების შეძენასთან დაკავშირებით და 180 ათასი ჭურვის შეძენის საფასურს ბერლინი დაფარავს. უკრაინა მათ 2024 წლის მეორე ნახევარში მიიღებს.
ფროიდინგის თქმით, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საარტილერიო ჭურვები, საბრძოლო მასალა და რაკეტები თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე ჯავშანტექნიკა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.