Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?!


გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?! - ეს მმართველი პარტიის პოზიციებს ძლიერად ვერ წარმოაჩენს, რადგან მცირდება სტანდარტი და ლეგიტიმაცია! - აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.

როგორც ლილუაშვილმა განმარტა, 2014 წელს, საკრებულოს მაჟორიტარების არჩევის 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იმ მოტივით დაწესდა, რომ დეცენტრალიზაციის გათვალისწინებით თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელებსა და საკრებულოების მაჟორიტარებს მეტი ლეგიტიმაცია ჰქონოდათ.

„რატომ გახდა 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმება საჭირო?! მაშინ როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წელიწადნახევარშია, რატომ არ უნდა მოხდეს საკითხის ინიცირება ახალ პარლამენტში?“ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...