Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - „ოცნებას“, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არ აქვს - მიხედონ ხალხის გასაჭირს და არა საკუთარი გასაჭირის კანონების ჭრა-კერვით მოგვარებას


„ოცნებას“, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არა აქვს, ამ კანონის მიღება ამას ნიშნავს - ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” ერთს ამბობს, მეორეს კი აკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამას საკუთარი ქმედებებითაც ადასტურებენ”.

“ოცნებამ” წარადგინა ცვლილებები, რომლითაც მუნიციპალური არჩევნებისთვის სურს, გააუქმოს საკრებულოს მაჟორიტარად არჩევისთვის მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. „ოცნებას”, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, რომ თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არა აქვს - ამ კანონის მიღება ამას ნიშნავს. ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს.

ამ ნაბიჯებშიც "ოცნება" დაემსგავსა "ნაცმოძრაობას". ზუსტად თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილმაც გააუქმა საკრებულოს მაჟორიტარად არჩევისთვის მინიმუმ 30%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული “ოცნებაც” იგივეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა “ნაციონალური მოძრაობა”.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რითაც ახლანდელი ხელისუფლება თავის სისუსტეს ადასტურებს. გაგახსენებთ:

  1. ივანიშვილისუშედეგოგამოჩენას, მთავრობისშემადგენლობაშიღიმილისმომგვრელცვლილებებისგანხორციელებას, რითაც “ოცნების” მდგომარეობაკიდევუფროდამძიმდა;
  2. ასევე, უპრეცედენტომხარდაჭერაზემოჭორავე “ოცნების” მიერ, ცესკოსსაბოლოოდპარტიისთვისდაქვემდებარებას;
  3. ასევე, დებატებისგან “ოცნების” მუდმივადგაქცევასდაოპონენტებთან, მოქალაქეებთანსაუბრისნაცვლადსაკუთართავთანსაუბარს.

ეს ყველაფერი ადასტურებს ერთ რამეს. “ოცნებას” ეშინია წაგების და მსგავსი ცვლილებებით ცდილობს შიდა პარტიული მღელვარების დაწყნარებას.

ამის კიდევ ერთი დადასტურებაა - ამომრჩევლის მოტყუება და სიაში შესაყვანი ფეოდალების ხალხისთვის მაჟორიტარებად შესაღების კომიკური მცდელობა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას: მიხედოს ხალხის გასაჭირს და არა საკუთარი გასაჭირის კანონების ჭრა-კერვით მოგვარებას. დაიწყოს კონსტიტუციური ცვლილებების მომზადება პრეზიდენტის პირდაპირი წესით ასარჩევად.

მსგავსმა მხდალმა ნაბიჯებმა ვერც “ნაცებს” უშველა და ვერც თქვენ გიშველით. ნურც თქვენ კარგავთ დროს და ნურც ჩვენ გვაკარგვინებთ, დაუბრუნდით საქმეს!

შეგახსენებთ, 2024 წლის არჩევნები იქნება საბოლოო ტესტი და შანსი თქვენთვის, „ოცნებისთვის”, რომ ჩაატაროთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. სხვაგვარად, ამ ტესტის ჩაფლავებითაც, არამხოლოდ მომავალზე ლაპარაკის, არამედ წარსულზე ლაპარაკის მორალურ უფლებასაც დაკარგავთ და ყველაფერს, რაც კი აქამდე კარგი გიკეთებიათ, საბოლოოდ გაანადგურებთ”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ამავე კანონპროექტით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

„ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...