Jump to content
Planeta.Ge

თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს


თბილისში, ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 30-წლამდე ქალია და შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

”ინტერპრესნიუსი" შსს-სთან დეტალებს არკვევს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...