Jump to content
Planeta.Ge

ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა


ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში წერია, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ბაიდენის თქმით, 1,2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს, ამერიკელ ხალხში აკეთებს ინვესტირებას, და აძლიერებს აშშ-ის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ეს შეთანხმება კომპრომისს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთმა მხარემ არ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა… მაგრამ მინდა ნათლად ვთქვა: კონგრესის მუშაობა დასრულებული არ არის. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს [უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის] დამატებითი დაფინანსების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი, რათა წინ წაწიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება”, - ამბობს ბაიდენი.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში მას შემდეგ განიხილავდნენ, რაც მოგვარებული იქნებოდა ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხი.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...