Jump to content
Planeta.Ge

ლევან გოგიჩაიშვილი - სააკაშვილი ცდილობდა, პარლამენტში პოლიტიკური პროცესი მოეკლა ძალადობით და მისი ანალოგიური მემკვიდრეა ივანიშვილი - დღეს განსხვავება „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიდგომებში აღარ არის


„საქართველოსთვის“ არის პარტია, რომელიც თანაბრად დისტანცირებულია „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ და „ქართული ოცნებისგანაც“, ამ პარტიას აქვს გამოკვეთილი იდენტობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სისტემისგან თანაბრად დისტანცირება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ყველაზე მთავარი, რაც ამ პარტიამ მოახერხა, არის ის, რომ დიდი წნეხის მიუხედავად შეძლო ის, რომ შეენარჩუნებინა თავისი იდენტობა. ადამიანების წარმოდგენაში ის არის თანაბრად დისტანცირებული „ქართული ოცნებისგანაც“ და „ნაციონალური მოძრაობისგანაც“. პირადად ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის და ასევე როგორც პოლიტიკოსისთვის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სისტემისგან თანაბრად დისტანცირება, მე ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაჩქარდეს ევროინტეგრაცია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს ნორმალურ ჩარჩოში და ქვეყანაში დაბრუნდეს ზოგადად პოლიტიკა.

პოლიტიკა რომ არ არსებობს სისტემიდან გამომდინარეობს. თავის დროზე სააკაშვილი ცდილობდა, რომ პოლიტიკური პროცესი მოეკლა პარლამენტში თავისი ძალადობით და ზუსტად მისი ანალოგიური მემკვიდრეა ივანიშვილი. დღეს ჩემთვის შინაარსობრივი განსხვავება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიდგომებში, თემებში, დამოკიდებულებაში, ტექნოლოგიებში, აღარ არის“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...