Jump to content
Planeta.Ge

საზ. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კომისიაში 4 წევრი „იმედის“ თანამშრომელია


საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც „იმედის“ 4 თანამშრომელია.

დადგენილების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა დღეს, 22 მარტს, 80 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, კომისიის შემადგენლობაში არიან:

  1. დავით მაღლაფერიძე — რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი;
  2. მაკო ჯაოშვილი — მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
  3. გორედძი შარაშია — ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, „იმედის დილის“ წამყვანი;
  4. ნინო მეუნარგია — ჟურნალისტი, საავტორო გადაცემა „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი, რომელიც რადიო „იმედის“ ეთერში გადაიცემა;
  5. ოთარ ტატიშვილი — კინომსახიობი, ტელე-რადიოწამყვანი, ექიმი, პროფესორი, „იმედის დილის“ წამყვანი;
  6. ნინო კაკულია — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი;
  7. გედევან ჭინჭარაძე —  ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ფოლკლორისტი;
  8. მარიამ გვიდიანი — არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალების ხმა – დემოკრატია და უსაფრთხოება“ – აღმასრულებელი დირექტორი;
  9. გივი აბესაძე — ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორის“ სოლისტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ვაკანსიაა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...