Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურიას პირადად გადასცა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...