პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატები და პოლიტსაბჭოს წევრები ნინოშვილის 48-ს მაცხოვრებლებს შეხვდნენ - არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე
დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატები ზაზა თავაძე, სალომე კობალაძე, გიორგი შარაშიძე პოლიტსაბჭოს წევრ რუსუდან თევზაძესთან ერთად ნინოშვილის 48-ს მაცხოვრებლებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუციას.
მოსახლეობა შველას ითხოვს და ამ დრომდე უიმედოდ ელოდება მერიის გადაწყვეტილებას, თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ შენობას.
“მერიამ ხუთი დღით გადაგვიყვანა სასტუმროში, უკვე სამი დღეა გასული, აქ კი არაფერი გაკეთებულა და არც ვიცით როდის და რა გაკეთდება. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. სახლში ვერ შევდივართ, რადგან არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე” - უთხრეს დაზარალებულებმა გახარიას გუნდის წევრებს.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები და მოსახლეობას, რომელიც აქამდე ქუჩაში ელოდება შესაბამისი სამსახურების გამოჩენას, აუხსნან, რა ბედი ეწევა მათ ავარიულ სახლს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.