Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის წარმომადგენელი „ევრონესტის“ ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნაზე - არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს, მას ხელმოწერები არც ქართული ოპოზიციისთვის უთხოვია


რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მათ რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, ამიტომ არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტის წევრებს და სხვებს. მე ვიცი, რომ მას ხელმოწერები არც ქართული ოპოზიციისთვის უთხოვია, ქართული დელეგაციის გაერთიანებისთვის“, - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...