ანდრიუს კუბილიუსი „ევრონესტის“ ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნაზე - ის, ვინც აინიცირებს 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა
ის, ვინც აინიცირებს [რეზოლუციის პროექტს], 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც მესმის, დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ფორმალურად ინიცირებული არ იყო, რადგან წესები ძალიან მარტივია. ის, ვინც აინიცირებს, 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც მესმის დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა. არ ვიცი, რა იყო პრობლემა, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაზე მსგავს რეზოლუციაზე საკმარისი ხელმოწერები არ იყო. ასე რომ, ფორმალურად გვჭირდებოდა იმის თქმა, რომ ჩვენ ამ რეზოლუციის პლენარულ დღის წესრიგში დაყენება არ შეგვეძლო“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.
როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.