Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" ბრიფინგი თემაზე - “ოცნების” მხილება: როგორ ცდილობს კალაძე, გადაფაროს საკუთარი სატრანსპორტო პოლიტიკის კრახი


„თბილისელებმა უკვე იციან, რომ გახარიას გუნდი - პარტია „საქართველოსთვის“ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მოსახლეობას ახალი მეტროსადგურების დამატებას სთავაზობს, მათ შორის, მეტროს გაფართოებას დიდი დიღმის, ვარკეთილის, ლილოსა და გლდანის მიმართულებით, ასევე რუსთავი-თბილისის დაკავშირებას მიწისზედა მეტროთი.

 

10 დღიანი სიჩუმის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა, რაც ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დღევანდელი „ოცნების“ მმართველობის პირობებში მსგავსი მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელება შეუძლებელია! დიახ, შეუძლებელია იმიტომ, რომ ეს პროექტი ვერ აკმაყოფილებს მათ ორ მთავარ კრიტერიუმს: საარჩევნოდ ლენტის გაჭრას კალაძის მიერ და კორუფციით ფულის სწრაფად შოვნის შესაძლებლობას.

 

„ოცნების“ კორუფციული მმართველობის სისტემა ცდილობს შექმნას აღქმა, რომ მსგავსი მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელება შეუძლებელია.

 

არადა ამ პროექტის განხორციელება, მტკვარზე ხიდების მშენებლობასთან და რკინიგზის გატანასთან ერთად, ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის მოგვარებისკენ გადადგმული ყველაზე შედეგიანი ნაბიჯი იქნება, შექმნის თბილისის ურბანული განვითარების არა კორუფციულ, არამედ რეალურ სტიმულებს და ათი ათასობით სამუშაო ადგილს, რაც შეუმსუბუქებს ცხოვრებას დიდი დიღმის, ვარკეთილის, გლდანის, ლილოსა და რუსთავის მაცხოვრებლებს და ახალ ეკონომიკურ ენერგიას მიანიჭებს თბილისს, რუსთავს და მთელ საქართველოს.

აი რაზე ეუბნება „ოცნება“ უარს თბილისელებს, რუსთაველებსა და საქართველოს მოქალაქეებს. 

თბილისისა და რუსთავის მიწისზედა მეტროთი დაკავშირება არის ერთადერთი სწორი გზა, რომ თბილისი-რუსთავის აგლომერაცია რეგიონული მასშტაბის მიზიდულობის ცენტრი და თანამედროვე მეგაპოლისი გახდეს - სწორედ ეს იქნება ნამდვილი ევროპული კეთილდღეობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რაც ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა. ამ ამოცანას კი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად აუცილებლად შევასრულებთ.  

 

და ბოლოს, თბილისის მერს ბატონ კალაძეს შევახსენებთ, რომ მარტო სკვერების გახსნა და კორუფციული სქემების დალაგება არ ნიშნავს ქალაქის განვითარებას და ქალაქს უნდა ჰყავდეს ისეთი მერი, რომელიც თავის კომპეტენტურ გუნდთან ერთად ამბიციური და მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე იზრუნებს და თბილისს ნამდვილ ევროპულ ქალაქად აქცევს.  

პარტია "საქართველოსთვის". 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...