Jump to content
Planeta.Ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე


თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკომისიის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა.

“თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ისტორია მოგვიწოდებს.

ვიცი, რამდენად დაძაბული წელი იყო ყველა თქვენგანისთვის. დღედაღამ მუშაობდით ჩვენს მეზობლებთან დასაახლოებლად. უკრაინელების ყველაზე საბაზისო მოთხოვნილებებზე იზრუნეთ. რუსეთის ომის შედეგებს უმკლავდებოდით მთელი რეგიონის მასშტაბით, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე… და მხარს უჭერდით კანდიდატ ქვეყნებს მათ ევროკავშირის მისწრაფებებში.

თქვენი მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდგომ უკრაინასთან და მოლდოვასთან. და იმავეს გავაკეთებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...