Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" - პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ცესკო სრულად დაექვემდებარა ოცნების პარტიულ ვერტიკალს... მოვუწოდებთ მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებში მაქსიმალური მონაწილეობისკენ


პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: 


"პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ცესკო სრულად დაექვემდებარა ოცნების პარტიულ ვერტიკალს.

ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებაზე, ხმების დათვლაზე, არჩევნების შედეგების შეჯამებაზე, საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებაზე, აღნიშნული კომისიების ხელმძღვანელობაზე და კონტროლზე, დამკვირვებლებისთვის სტატუსის მინიჭებაზე და 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ადმინისტრირებაზე, სრულად გადავიდა ოცნების მორჩილებაში.
არჩევნების გაყალბების მთავარ ინსტრუმენტებთან - სისტემურ მუქარა-ზეწოლასთან და პოლიტიკური კორუფციასთან ქმედითი ბრძოლის ნაცვლად, მანამდე ოცნებამ უარი თქვა ყველა რეფორმაზე, რამაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ცესკოს დამორჩილება არჩევნების გაყალბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებში მაქსიმალური მონაწილეობისკენ. ეს არის მოქალაქეების ხელში არსებული ქმედითი ბერკეტი, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებება დავძლიოთ. ქვეყნის ევროპული მომავალი თითოეული ჩვენგანის ხელშია."
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...