Jump to content
Planeta.Ge

მიშა დაუშვილი - გამოაქვეყნეთ განკარგულებები, ნუ მალავთ, ადრე თუ გვიან მაინც გამოქვეყნდება და ყველა გაიგებს იმ პერიოდის განმავლობაში რა გასხვისდა, ვისზე გასხვისდა


"ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს არის კორუფცია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც უნდა იყოს მთავრობისთვის და “ოცნებისთის”, ეს უნდა იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ნაცვლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა, სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ კორუფციის წახალისებას და ხელის დაფარებას.

 

რამდენიმე კვირის წინანდელი ამბავი მინდა გაგახსენოთ, დიდი აჟიოტაჟით გვამცნეთ ყველას, რომ ვაპირებთ სამთავრობო განკარგულებების გამოქვეყნებასო, შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს სამთავრობო განკარგულებები, რომელთა გამოქვეყნებასაც ველოდით, არ გამოაქვეყნეთ და ისევ დამალულია თუ შენახულია. მე მაინტერესებს როდის აპირებთ ამ განკარგულებების გამოქვეყნებას? ბევრჯერ მოგიწოდეთ და კიდევ მოგიწოდებთ, ეს განკარგულებები გამოაქვეყნოთ, რადგან იქ არის უამრავი ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია ჩვენიმოქალაქეების ქონებების გასხვისების შესახებ, რაზეც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება იცოდნენ მათი ქონება ვინ გაასხვისა, ვისზე გაასხვისა, რა პირობებით გაასხვისა და რა რისკებს შეიცავდა ეს გასხვისება. საერთოდ გაუგებარია ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ რატომ მალავთ, რა მიზანს ემსახურება.

 

 

მეორე საკითხს გეტყვით, როდესაც კორუფციაზე საუბრობთ, გამჭირვალობა არის კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. თუ ამ გამჭირვალობის ელემენტარულ სტანდარტსაც კი არ დაიცავთ, მაშინ საერთოდ რა კორუფციაზე საუბრობთ.

 

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ეს განკარგულებები გამოაქვეყნეთ, ნუ მალავთ, ადრე თუ გვიან მაინც გამოქვეყნდება და მაინც ყველა გაიგებს იმ პერიოდის განმავლობაში რა გასხვისდა, ვისზე გასხვისდა, რა პირობებით გასხვისდა და რა კორუფციულ რისკებს შეიცავდა.

 

ასევე მინდა გაგახსენოთ 2020 წლის სამთავრობო პროგრამაში და არა მარტო 2020 წლის, შემდგომ უკვე ღარიბაშვილი, რომ ხდებოდა პრემიერი მაშინდელ სამთავრობო პროგრამაშიც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც პროგრამაში იყო ხაზგასმული, ეს იყო საგადასახადო შეთანხმებების რეფორმა. მოგეხსენებათ საგადასახადო შეთანხმებები არის ის, რაც ყველაზე მეტად შეიცავს კორუფციულ რისკებს. მაშინ ჩვენ ვთქვით, რადგან ეს შეთანხმებები შეიცავდა სერიოზულ კორუფციულ რისკებს, ამას სჭირდება რეფორმა. ნაცვლად იმისა, რომ ამ რეფორმაზე გვემუშავა, ეს საკითხი ისევ მიტოვებულია და არავინ არ იცის ვის, რამდენი, რა პირობებით, რა შეღავათები უკეთდება.

 

უნდა გვესმოდეს, რომ საგადასახადო შეთანხმებებს, გარდა კორუფციული ნიშნებისა, კიდევ ერთი ნეგატიური კომპონენტი აქვს და ეს არის კონკურენციის დარღვევა, პირდაპირ საბაზრო კონკურენციას არღვევს, რადგან ერთ სექტორში მომუშავე ორი კომპანიიდან, შეიძლება ერთი შეიძლება იხდიდეს სრულად გადასახადს და მეორე ამ დროს იღებდეს მთავრობისგან პრეფერენციებს, იღებდეს შეღავათებს არ იხდიდეს გადასახადებს.

 

ჯერ ერთი აპირებთ თუ არა, და თუ არპირებთ, როდის ამ საკითხზე რეფორმების გატარებას.

 

და ბოლოს, რადგან ეს ყველაფერი უკავშირდება კორუფციას და კორუფციასთან ბრძოლას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მოგიწოდათ ოესიდიმ, რომ ერთ-ერთი მოწინავე იყავით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიო და რატომ არ უბრუნდებით მონიტორინგის პროგრამასო, მოგიწოდათ დაუბრუნდით მონიტორინგის პროგრამასო, რომელიც დაკავშირებულია კორუფციის კველვასთან.

 

თუ გამჭირვალობაზე პრეტენზია გაქვთ, თუ ამბოთ, რომ კორუფციას ებრძვით, მაშინ გარდა ზემოაღნიშნული ორი საკითხისა, განკარგულებებისა და საგადასახადო შეთანხმებებისა, უნდა დავუბრუნდეთ ოისიდის მონიტორინგის პროგრამას. მაშინ, სხვაგვარად ნუ იტყვით, რომ კორუფციას ებრძვით. ეს არის მინიმალური სტანდარტები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ."

მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/781363746799439

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...