Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - თქვენ ხომ ის ხელისუფლება ხართ, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არსებობს? _ თქვენ ხომ „მოვალოების მოხდის“ მიზნით შექმენით ანტიკორუფციული ბიურო და არა კორუფციასთან საბრძოლველად - იმიტომ რომ კორუფცია არ გაქვთ? 


„საქართველომ, ერთ დროს ლიდერმა ქვეყანამ, ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით რეგიონში - უარი თქვა ანტი-კორუფციული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე. ეთგო (OECD) მოუწოდებს საქართველოს, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და შეუერთდეს მონიტორინგის პროგრამას, რათა მოახდინოს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა“

_ ეს არის ციტატა, OECD -ის პრეს რელიზიდან, რომელსაც საქართელოში უნდა შეეფასებინა ანტი-კორუფციული ღონისძიებების ეფექტიანობა, მათ შორის სისტემური, პოლიტიკური კორუფციის მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლებამ კი უარი თქვა მონიტორინგის ამ პროგრამაში მონაწილეობაზე! 


_ თქვენ ხომ ის ხელისუფლება ხართ, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არსებობს? _ თქვენ ხომ „მოვალოების მოხდის“ მიზნით შექმენით ანტიკორუფციული ბიურო და არა კორუფციასთან საბრძოლველად - იმიტომ რომ კორუფცია არ გაქვთ? 


_ ხოდა რისი გეშინიათ? რატომ არ შეუერთდით მონიტორინგის ამ რაუნდს? ხელისუფლება, რომელიც სუფთაა კორუფციაში, კიარ იმალება მსგავსი შეფასებისგან, პირიქით. თქვენ რას იმალებით? 

_ მე გეტყვით: იმიტომ რომ ეს არის სისტემური კორუფციის შეფასება და არა არის იმ რეიტინგების მსგავსი, ქუჩაში და იუსტიციის სახლის სერვისებში რომ აფასებს კორუფციას. 

_ ძალიან კარგად იცოდით, რომ OECD ამ მონიტორინგი ფარგლებში, მხოლოდ კითხვარებს კიარ დაგიგზავნიდათ შესავსებათ, არამედ სპეციალური მონიტორინგის ჯგუფს გამოგაზვნიდა რომელსაც მარტივად ვერ მოატყუებდით და დაალაგებდით. იცოდით რომ შეფასდებოდა ანტიკორუფციული პოიტიკა, საჯარო მოხელეების, მთავრობის წევრების, პარლამენტარების ინტერესთა კონფლიქტი და გამჭვირვალობა, სახელმწიფო შესყიდვები, სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობა... . 

_ აი ამას დაემალეთ - კორუფციაში მოტივტივე ხელისუფლება - სიმართლის გამოაშკარავებას დაემალეთ. • ეხლა დაიწყება თავის მართლება, ამ ორგანიზაციაზე თავდასხმაც შეიძლება იკადრონ, მაგრამ მოქალაქეები ხომ ხედავენ, რად უნდათ OECD ანგარიშები და დასკვნები. 5 თვეა პარლამენტში დავაინიცირეთ ჩვენი ინციატივა რომ ჩინოვნიკებს ქონებრივ დეკლარაციაში შეეყვანათ ოჯახის წევრები, მშობლები, დედმამიშვილები - რომ საზოგადოებას რეალურად ენახა მათთვის მოპარული კორუფციული ფული, როგორ ილექება პრივილეგირებული ოჯახების ანგარიშებზე. ამ ვალდებულებასაც რა თქმა უნდა გაურბიხართ, განხილვების დაწყებაც კი გეშინიათ. 

_ არგუმენტები შემოგეცალათ! კორუფცია, ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში ღალატის ტოლფასია, აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. უკვე არც რუსი ტურისტების წყალობა გშველით და ეს დროებითი ეფექტიც ჩამოიშალა. 

_ ქვეყნის ექსპორტი მცირდება - იმიტომ, რომ ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრაციას კიარა, რუსულ ბაზარზე ჩამოკიდებას შეუწყო ხელი ხელისუფლებამ;

_ ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები - მცირდება, იმიტომ, რომ არავის უნდა კორუმპირებული სასამართლო სისტემის მქონე ქვეყანაში ფულის ჩადება.

_ ააზვირთეთ პროპაგანდა საშუალო ხელფასის ზრდაზე, ქვეყანაში ასეულობით ათასი ადამიანი ხელფასად იღებს გროშებს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ დასაქმებულთა 2% მთლიანი ყოველთვიური სახელფასო ფონდის 25% იღებს. 

_ ამიტომ, ხელისუფლებას ჩვენი მქოალაქეების მუქთად ხელფასს რომ უხდის, ზემოდან პოლიტიკური კორუფციით მილიონებს რომ იჯივაბს ეს ხალხი დამატებით - იქნება იმას მაინც მოაბათ თავი, რომ მიიღოთ კანონი მინიმალური ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით; 

_ იქნებ ის მაინც მოახერხოთ, რომ ჩვენი ინიციატივა - საარსებო შემწეობის კანონით გარანტირებული ყოველწლიური ზრდის შესახებ - დააბრუნოთ განხილვის რეჟიმში პარლამენტში! 

_ არჩევნები მოდის, თქვენი პოლიტიკური დაისიც, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვან, ხელშესახებს მაინც დატოვებთ თქვენს პოლიტიკურ მემკვიდრეობად. დიდი მადლობა;
 
 
 

ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...