დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და ერთ-ერთი რუსი დეპუტატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ აცნობეს.
„ამ კონტექსტში, რუსეთის ელჩს ოფიციალურად ეცნობა, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი მოლდოვაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მან ქვეყანა უნდა დატოვოს“, - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, დღეს, ტალინში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს დიპლომატიური სტატუსი ესტონეთმაც შეუჩერა.
ესტონეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს განუცხადეს, რომ რუსეთის ქმედებებს, რომლებიც ესტონეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება ტალინი არ მოითმენს.
„ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ოპერაციები, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ არის კოორდინირებული, უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.