გახარია - საქართველო, ერთ დროს ლიდერი ანტი-კორუფციულ რეფორმებში, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა შეფასებაზე ივანიშვილის და მისი პარტიის კორუფციული ინტერესების დასაცავად
გიორგი გახარია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის 14 მარტის ანგარიშზე: “ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ხსნის „მიზეზებს“, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტი-კორუფციული ქსელი დატოვა 2023 წელს. ოცნებას არ უნდოდა საერთაშორისო შეფასებაში მოხვედრილიყო ელიტური/პოლიტიკური კორუფციისთვის მის მიერ ანთებული მწვანე შუქი და უარი ნამდვილ ანტი-კორუფციულ რეფორმებზე. საქართველო, ერთ დროს ლიდერი ანტი-კორუფციულ რეფორმებში, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა შეფასებაზე ივანიშვილის და მისი პარტიის კორუფციული ინტერესების დასაცავად”.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.