უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას არ გავაგრძელებთ
კიევი არ აპირებს რაიმე დამატებითი ხელშეკრულების დადებას ან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას რუსეთთან, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდეა. გალუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემამ შარშან „სტრეს-ტესტი“ გაიარა და მზადაა, იმუშაოს გაზის ტრანზიტის გარეშე ქვეყნიდან, რომელიც უკრაინას თავს დაესხა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა არ განმარტა, შესაძლებელი იქნება თუ არა რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირების გაგრძელება რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ ხელშეკრულებების გვერდის ავლით, მაგრამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს რუსულ გაზზე უარის სწრაფად თქმის წარმატებული გამოცდილება აქვთ.
გალუშჩენკომ აღნიშნა, რომ დღეს ბაზარზე რუსული გაზის საკმარისი ალტერნატივებია და ევროპის რიგი ქვეყნები უკვე დაადგნენ ამ გზას. კერძოდ, გერმანიამ ბოლო წლინახევრის განმავლობაში რუსულ გაზზე დამოკიდებულება თითქმის ნულამდე შეამცირა. გალუშჩენკომ დასძინა, რომ უკრაინა ასევე აქტიურად აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას, მათ შორის გაზის შიდა მოპოვების გაზრდით.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.