Jump to content
Planeta.Ge

ალან ალბოროვი - "სამხრეთ ოსეთი" რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს მოსკოვთან განიხილავს


"სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ „საგარეო პოლიტიკას“ ახორციელებენ.

„როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ აზრამდე [შეერთების შესახებ], ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ალან გაგლოევმა იმედი გამოთქვა, რომ „რესპუბლიკა“ რუსეთს მალე შეუერთდება.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...