Jump to content
Planeta.Ge

„დონ ჩიჩოს“ შაურმაში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „დონ ჩიჩოს“ შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა.

უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. კერძოდ, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა, დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმის შემოწმება გადაწყვიტა კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე. სააგენტოს თანახმად, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა.

საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით, უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით.

სააგენტომ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა ვაჟა ფშაველას N59-ში მდებარე საშაურმეში. სააგენტოს განცხადებით, საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...