Jump to content
Planeta.Ge

სტოლტენბერგი: საქართველოს ახლო მომავალში ვეწვევი


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.

სტოლტენბერგმა „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, მომავალი წევრობის კონტექსტში რას უნდა ელოდეს საქართველო ივლისში NATO-ს სამიტისგან.

„საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ძლიერად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.

საქართველოს რამდენჯერმე ვეწვიე, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი.

ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. NATO დაფუძნებულია ღირებულებებზე – დემოკრატია, კანონის უზენაესობა – და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...