Jump to content
Planeta.Ge

უნგრეთისთვის 10-მილიარდიანი დახმარების განბლოკვის გამო ევროპარლამენტი ევროკომისიას უჩივლებს


უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვის გამო ევროპარლამენტი ევროკომისიის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. როგორც გამოცემა Euronews წერს, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა 25 მარტია და საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც კომისიამ უნგრეთს 10,2 მილიარდ ევროზე წვდომა დაუშვა.

უნგრეთისთვის გაყინული დახმარების განბლოკვის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ევროპარლამენტარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით ლაეინმა „ორბანის მოსყიდვა” სცადა.

ეს გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღეს და ექსპერტების შეფასებით, უკავშირდებოდა ორბანის წინააღმდეგობას უკრაინისთვის 50-მილიარდიანი ევროს დახმარების გამოყოფასთან, ასევე, უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

დახმარება ევროკომისიამ უნგრეთს ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით სისტემური პრობლემების არსებობის გამო დაუბლოკა. თანხების განბლოკვის შემდეგ კომისიამ განაცხადა, რომ უნგრეთმა ამ დახმარების მისაღებად საჭირო პირობები შეასრულა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...