სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა
ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა.
Akademie der Künste ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება.
სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არის საქართველოს დოკუმენტური ასოციაცია ‘დოკას’ DOCA · Documentary Association Georgia თავმჯდომარე და ასევე საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი.
სალომე ჯაში არის რეჟისორი საერთაშორისო კინოსცენარზე აღიარებული ფილმებისა, როგორებიცაა, “მოთვინიერება”, Taming the Garden “დაისის მიზიდულობა”, “ბახმარო” და სხვა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 18 მარტს ბერლინში.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.