ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ ეტაპობრივად შევცვლით ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, არაეფექტურ მეთოდებს და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან გადავალთ მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამავრცელებელთა დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე
"ჩვენ ეტაპობრივად შევცვლით ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, არაეფექტურ მეთოდებს და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან გადავალთ მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამავრცელებელთა დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე, რაც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. სახელმწიფო ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე. პირველ რიგში სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით. რა თქმა უნდა სისტემატურად გადაიხედება ჩანაცვლებითი თერაპიის - მეტადონის პროგრამის ადმინისტრირების ეფექტიანობა, აღმოიფხვრება კორუფცია ადმინისტრირების პროცესში."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.