საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს
8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა.
ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
- ბაია პატარაია (ფემინისტი, უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი) – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის;
- ანა არგანაშვილი (იურისტი, უფლებადამცველი) – ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
- თამუნა მუსერიძე (ორგანიზაციის “ვეძებ” დამფუძნებელი) – განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისთვის, პიროვნული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის;
- ნატო შავლაყაძე და ელისო ამირეჯიბი (ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დამფუძნებლები) – გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის.
ამავე დღეს, ორიველიანის სასახლეში გაიმართა ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა სერიიდან “მაღალმთანი აჭარის ცხოვრება”.
“ჩემთვის დიდი პატივია ამ სასახლეში გამოფენის გაკეთება, რათა განახოთ იმ ქალბატონების ცხოვრება, რომელთაც ამ ფოტოებზე ხედავთ. ჩემი ეს სერია გახლავთ მაღალმთიანი აჭარის ცხოვრება და სწორედ ასეთი ძლიერი ქალები იბრძვიან ყოველდღიურობისთვის და თან ძალიან მხიარულებიც არიან, ძალიან ძლიერებიც არიან და შეუძლიათ თავის დამკვიდრება”, – განაცხადა ნათელა გრიგალაშვილმა გამოფენაზე, რომელიც პრეზიდენტმა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.