შვედეთი NATO-ს წევრი გახდა
შვედეთი NATO-ს 32-ე ოფიციალური წევრი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა.
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმიანება შვედეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ „შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთლიან ალიანსს უფრო დაცულს ხდის“.
„ველი ორშაბათს მათი დროშის ნატოს შტაბ-ბინაში აღმართვას“, – წერს სტოლტენბერგი ტვიტერზე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მაისში ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანეს.
მათ წევრობას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ ისინი თავშესაფარს აძლევდნენ ქურთ აქტივისტებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად თვლიდა. თუმცა მოგვიანებით თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრებას.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.