ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის მორიგი მაგალითია
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოდესაზე რუსეთის თავდასხმას მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობდა.
„ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. [ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას”. – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.
რუსებმა ოდესა გუშინ იმ დროს დაბომბეს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად სტუმრობდა. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან.
CNN-ის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი მანქანიდან 500 მეტრში აფეთქდა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.