Jump to content
Planeta.Ge

რუსი მეღვინეები ქართულ ღვინოზე დაწესებული შეღავათის გაუქმებას ითხოვენ


რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ ნატოს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტის გადასახადის 200 პროცენტით გაზრდა მოითხოვა. 

ამის შესახებ RIA-ს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი პლოტნიკოვმა განუცხადა. 

“ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად”, – განაცხადა სააგენტოსთან პლოტნიკოვმა. 

ასოციაციამ ასევე ინიციატივით გამოვიდა, გაუქმდეს საქართველოდან ღვინის იმპორტზე დაწესებული შეღავათიანი რეჟიმი.

გარდა ამისა, მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ მოითხოვა, რომ 1 სექტემბრიდან დაწესდეს ვალდებულება, რომ მაღაზიების დახლებზე საერთო სარეალიზაციო რაოდენობის მინიმუმ 20% რუსული ღვინო იქნება, შემდგომში 50%-მდე გაზრდის შესაძლებლობით. 

გასული წლის ივლისის ბოლოს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობამ 2023 წლის ბოლომდე არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინოების იმპორტის გადასახადი გაზარდა – 12,5-დან 20%-მდე, მაგრამ არანაკლებ ერთნახევარ დოლარზე ლიტრში. ეს ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა, მოგვიანებით კი გაგრძელდა 2024 წელსაც. 


რუსული გამოცემის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველო რუსეთში ღვინის მთავარი იმპორტიორი იყო.

ამის მთავარ მიზეზად WineRetail-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტავცევი ასახელებს იმ ფაქტორებს, რომ საქართველოდან იმპორტის გადასახადი ნულოვანი იყო, ხოლო ტერიტორიული სიახლოვე პროცესს გაცილებით ამარტივებდა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...