Jump to content
Planeta.Ge

ეს არჩევნები ერთგვარად რეფერენდუმია - პრეზიდენტმა ახალგაზრდებს და დიასპორას მიმართა


საქართველოს პრეზიდენტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთი წლის თავზე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება აქციაზე გასული ახალგაზრდების დამსახურება იყო, წელს კი საქართველოს ევროპული მომავალი არჩევნებზე მისვლით წყდება.

„მე მაქვს სათქმელი ახალგაზრდებისთვის, რომ რასაც იცავდნენ შარშან ქუჩაში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რეალურად, დიდი ნაწილი იმ გადაწყვეტილების, რაც იქნა მიღებული წლის ბოლოს, არის მათი დამსახურება. ეს იციან კარგად, იგრძნეს თავიანთი ძალა და იგივე უნდა მოხდეს ამ წელს, თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ შედეგს ანუ მოლაპარაკებების გახსნას და ეს არის მათი მონაწილეობა ძალიან აქტიურად, დღეს უკვე ქუჩაში არ წყდება ჩვენი მომავალი, წყდება არჩევნებში და მათი მონაწილეობა არის გადამწყვეტი, მათთვისაც პირადად, იმიტომ, რომ მე ვიცი ბევრი ახალგაზრდა, რომელიც თავს იკავებს წასვლისგან იმ მოლოდინში, რომ ეს პერსპექტივა გაჩნდა და ეს პერსპექტივა განხორციელდება.

მე მინდა ვუთხრა, რომ მათზე არის დიდწილად დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, მოვლენ არჩევნებში და ეს იქნება მათი გამარჯვება.

ასევე მინდა დავამატო, რომ ასევე მნიშვნელოვანი არის დიასპორის მონაწილეობა არჩევნებში.

ამჯერად, ეს არჩევნები არ არის რომელიმე ადამიანის ან პარტიის არჩევანი, ეს არის არჩევანი ევროპის, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი.

მე მგონია, დიასპორაში ვინც ცხოვრობს და გაუჩნდა იმედი, რომ ეს ქვეყანა პერსპექტიულია, რომ ეს ქვეყანა გახდება ევროპის ნაწილი და მათთვისაც გაიხსნება დაბრუნების გზა, მათი მოვალეობაცაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, რაც ვიცი, რთულია, ბევრი შეზღუდვებია ამ გზაზე და ჩვენ ვცდილობთ და ვმუშაობთ, ასევე არასამთავრობოებთან იმისთვის, რომ გავამარტივოთ არჩევნებში მონაწილეობა…მექნება მომავალ კვირას ჩართვა უცხოეთში ბევრ ორგანიზაციასთან, ეს ყველას საქმეა, რომ ვისაც ვიცნობთ უცხოეთში, ვუთხრათ, აიღე ბილეთი და ჩამოდი ან ადგილზე როგორც შეძლებთ, მობილიზდით, თქვენი ქვეყნის ბედია საარჩევნო ყუთში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 6 მარტს მედიის ნაწილთან პრესკონფერენცია გამართა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...