კახა გოგოლაშვილი - საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას და ევროკავშირის მოთხოვნებს - მიდგომა, რითაც ცვლილებები განხორციელდა, საფრთხეა დემოკრატიისთვის
„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება როგორც ვენეციის კომისიის დასკვნას, ისე ევროკავშირის მოთხოვნებს.
როგორც გოგოლაშვილმა „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის” ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, მიდგომა, რითაც აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა, არა მარტო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტშია დამაზიანებელი, არამედ, მთლიანად დემოკრატიისთვისაა საფრთხე.
„ცვლილებები, რაც განხორციელდა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ამის გარდა, თავად საღი აზრი მოითხოვს - იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, მოსახლეობის მხრიდან არჩევნების ნდობა, საჭიროა ისეთი ცვლილებების განხორციელება, რაც გამორიცხავს ან მინიმუმამდე დაიყვანს რაიმე სახის შესაძლებლობას, რომ არჩევნები გაუმჭვირვალედ ჩატარდეს, ან იმას, რომ არჩევნების შედეგებს მოსახლეობაში ნდობა არ ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ მიდგომა, რაც გამოყენებული იქნა, არა მარტო ჩვენი ევროპული ინტეგრაციის კონტექსტშია დამაზიანებელი, არამედ, მთლიანად დემოკრატიისთვისაა საფრთხე”,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.