ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა
ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” განსახიერებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი.
ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. იგი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე.
„შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.
ამჟამად, „შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების მოკლე სიაშია ოთხ კატეგორიაში: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო ხმა, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მონტაჟი. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 22 მარტს ციურიხში.
ნეტგაზეტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.