Jump to content
Planeta.Ge

9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსი N314 მარშრუტზე იმოძრავებს


9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე.

კახა კალაძის განცხადებით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადია.

„9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად, სწორედ ის მიმართულებები შევარჩიეთ, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდებოდა. პირველ რიგში, ახალი ავტობუსები სწორედ ამ მარშრუტებზე გავუშვით, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალება მოგვეცეს. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ, 9 მარტიდან კი ავტობუსები გავა N314 ზე“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, 16 მარტიდან ახალი ავტობუსები N301 მარშრუტზეც  იმოძრავებენ.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...