Jump to content
Planeta.Ge

რობინ დანიგანი - საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ შეძლებს მიზნის მიღწევას


ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ჩვენი მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ - საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს მიზნის მიღწევას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (რონდელის ფონდი) მიერ ორგანიზებულ რონდელის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს წინ და იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სასურველ მიზანს მიაღწიოს და ამისთვის მას საზოგადოების ყველა სეგმენტის თანამონაწილეობა და საზოგადოების ერთიანობა დასჭირდება.

დანიგანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე.

„მინდა შევეხო შედარებით ახალგაზრდა და ენერგიულ დემოკრატიას აქ საქართველოში და იმ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელსაც ქართველები და ამერიკელები იზიარებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელსაც ჩვენ საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში ვიზიარებთ, ფესვგადგმულია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარულში - დემოკრატიის საკვანძო ელემენტებში. ის ფესვგადგმულია რწმენაში, რომ თუ ჩვენ გვაქვს თავისუფლება ასე მოვიქცეთ, ბევრი შრომითა და თავდადებით შევძლებთ უკეთესი სამყაროს დატოვებას ჩვენი შვილებისთვის. ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ამ მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ. საქართველომ უკვე მიაღწია შესანიშნავ პროგრესს ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ეს აღიარებულ იქნა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია გარდაუვალია. ის ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის 90%-ის მიერ და არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკვანძო ელემენტი. საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო იქამდე მისაღწევად. საზოგადოების ყველა სეგმენტის მხრიდან საჭირო იქნება ამაში საკუთარი როლის შესრულება, ევროკავშირის წევრობის მიზნის მისაღწევად საზოგადოების მხრიდან გაერთიანება იქნება საჭირო. კვლავაც ეს უბრუნდება დემოკრატიის რთულ, მაგრამ აუცილებელ ელემენტებს - ტოლერანტობას, ინკლუზიურობას, კომპრომისს. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს ამის გაკეთებას და მიზნამდე მიღწევას. ვიმედოვნებ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან, როდესაც თქვენ იქნებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს პარტნიორი, ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...