Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე მოწერელია - თვალსაჩინო მაგალითი შესაძლო კორუფციული გარიგების არის ბალდის კანიონის გარშემო არსებული მდგომარეობა, კორუფციას დაემატა უმწვავესი დაპირისპირება ადამიანებს შორის და ამ ყველაფერს გულგრილად ადევნებს თვალს დღევანდელი „ოცნება“


"

კორუფცია აფერხებს განვითარებას და ასუსტებს თანამედროვე საზოგადოებას. კორუფცია არყევს საზოგადოების რწმენას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. კორუფცია განსაკუთრებით ხელს უშლის გარდამავალი ქვეყნების პროგრესს სახელმწიფოს მშენებლობაში არსებული რესურსების გადამისამართებით.

 

კორუფცია  ლახავს ადამიანის ღირსებას, თანასწორობასა და თავისუფლებას.

 

კორუფციაა მთავარი მტერი  მოსახლეობის კეთილდღეობის და სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ყველა წარმატებული სახლმწიფოს პოლიტიკის მთავარი სამიზნე არის კორუფცია.

 

თვალსაჩინო მაგალითი შესაძლო კორუფციული გარიგების არის ბალდის კანიონის გარშემო არსებული მდგომარეობა, კორუფციას დაემატა უმწვავესი დაპირისპირება ადამინებს შორის და ამას ყველაფერს გულგრილად ადევნებს თვალს დღევანდელი „ოცნება“.

მე მსურს მოგმართოთ თქვენ, ჩემს კოლეგებს ამ დარბაზში, მოგმართოთ გარემოს დაცვისა და აგრარულ კომიტეტებს, დროულად ჩაერიეთ, მივმართავ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს - გაიწვიეთ თქვენი უკანონო გადაწყვეტილება კანიონის გასხვისებასთან დაკავშირებით და განავითარეთ  კანიონი,  კანონის შესაბამისად. საჯარო განხილვისა და მისახლეობასთან კომუნიკაციის მეშვეობოთ. მივმართავ ანტიკორუფციულ ბიუროს - იმოქმედეთ! ბუნების ეს ძეგლი ვერ დარჩება მავანთა ხელის მოთბობის საშუალებად. „ოცნების“ ოპონენტებო, როდესაც საუბრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა და კორუფციას  ებრძვით, აგერ კონკრეტული მაგალითია  და რატომ ხართ ჩუმად ? ხმას რატომ არ იღებთ ? რატომ ზომებს არ მიმართავთ ? თანამონაწილეები ბრძანდებით? თუ არა, მაშინ მიიღეთ ზომები, დაუმტკიცეთ საზოგადოებას, როგორ ებრძვით კორუფციას!"

ალექსანდრე მოწერელია, პარტია „საქართველოსთვის“, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...