ბექა ლილუაშვილი უმრავლესობას - ძალაუფლების დაკარგვის გეშინიათ და ყველაფერს შესწირავთ, ოღონდ ეს ძალაუფლება გაიხანგრძლივოთ - არჩევნების ტოტალური გაყალბების ინსტრუმენტებიც ვერ გიშველით!
ძალაუფლების დაკარგვის გეშინიათ და ყველაფერს შესწირავთ, ოღონდ ეს ძალაუფლება გაიხანგრძლივოთ - არჩევნების ტოტალური გაყალბების ინსტრუმენტებიც ვერ გიშველით! - ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები გადაფაროს.
„ასობით ათასი ბავშვი რომ საარსებო შემწეობას იღებს, გაზრდილს კი ბატონო, მაგრამ გაჭირვებაში რომ ცხოვრობს და ნორმალურად კვების პრობლემა რომ აქვთ, ამ ბავშვებს შიმშილისგან რატომ არ იცავთ? რატომ არ განახორციელეთ სასკოლო კვების პროგრამა 2022 წლიდან? იცით, ეს ასე იყო დაგეგმილი. ამაზე ისაუბრეთ თუ მართლა გულწრფელი ინტერესი გამოძრავებთ და არა საარჩევნო ინტერესი. მოკლედ, თავს იტყუებთ ან ჩვენი ხალხი გგონიათ სულელი. ყველამ იცის, რომ დალხენილი ქვეყნიდან არავინ გარბის, გაჭირვებაა ის, რის გამოც ქვეყნიდან მიდიან. ამიტომ ამ მოცემულობის ფონზე, ცხადია, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ, რომ მსგავსი პრობლემები გადაფაროთ, ყველაფერს გააკეთებთ, რომ მოქალაქეებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩართულნი არიან ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და ემიგრაციიდან აკეთებენ ამას, ხმის უფლება წაართვათ, მოჰპაროთ, არ მიაღებინოთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან საბოლოო ჯამში, გეშინიათ! გეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და ყველაფერს შესწირავთ, მათ შორის ბევრ მიღწევას კარგს, რომ ოღონდ ეს ძალაუფლება გაიხანგრძლივოთ. ამას კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, 60% მხარდაჭერას რომ იმეორებთ სასაცილოდ, ივანიშვილამდეც რომ 60 გქონდათ, მისი გამოსვლის შემდეგაც 60. სასაცილოა, თქვენს თავს ელაპარაკებით მხოლოდ. ამას ნახავთ, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბების ინსტრუმენტებიც ვერ გიშველით,“- განაცხადა ლილუაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.