ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა პრობლემების მოგვარება კი არა, პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ჩაძირვაა
ბექა ლილუაშვილი, პარტიის „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე „ოცნებას“:
"აი, დღესაც გისმენთ და ისევ აგრძელებთ საკუთარი თავის ქება-დიდებას. ამასობაში, სამწუხაროდ, ქვეყანაში დარჩენილი ახალგაზრდები ევროპაში, ამერიკაში გაქცევაზე ფიქრობენ და უკვე იქ მყოფ ახალგაზრდებს კი, აქეთ გამოხედვაც არ სურთ.
დაცლილი ქვეყანა, სადაც მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდისთვის - ცხოვრება მხოლოდ უსამართლობასთან და უპერსპექტივობასთან ასოცირდება - აი, ეს არის თქვენი პოლიტიკური მემკვიდრეობა.
თქვენს ირგვლივ მაინც ვერ ხედავთ ამ პრობლემას? აი, ჩემს ირგვლივ, არ დარჩა ერთი ადამიანიც კი, ვინც საზღვარგარეთ წასვლას არ აპირებს ან არ ფიქრობს მაინც წასვლაზე.
მაგრამ არ გინდათ დაინახოთ. სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა ამ პრობლემების მოგვარება კი არაა, პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ჩაძირვაა.
მაგრამ ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის. აი, როგორც, მაგალითად, გუშინ ვნახეთ კონკრეტული, ყოფილი მინისტრის მიერ ირიბი მითითება და აღიარება რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე.
თქვა მან ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ. მაგრამ, მთავარია, მოსახლეობაც ხვდება, რომ 25 ოჯახის მომსახურე პერსონალად იქცა მთელი ხელისუფლება. მათი ბიზნეს ინტერესების, კორუფციული მიზების შესრულების ინსტრუმენტად და არა ხალხის პრობლემების მომგვარებლად!
არ არის ასე? დებატებში დაჯდომას რომ ვერ ბედავთ, გასაგებია, ამიტომ, აქვე გკითხავთ: ვინც დააღწია თავი ამ გაჭირვებას და გაიქცა - გაიქცა, ვინც აქ არის, მათ დასახმარებლად რას აკეთებთ? ქვეყანაში დღეის მონაცემებით 170 ათასი ახალგაზრდა ადამიანია, 18-დან 40 წლამდე, ისეთი, რომელიც არის საარსებო შემწეობის მიმღები იმ ვითომ დასაქმების პროგრამის მიღმა ვსაუბრობ.
აპირებთ თუ არა, დაასრულოთ ამ ადამიანების გაჭირვების პოლიტიკურად გამოყენება? თუ აპირებთ, მაშინ მოახდინეთ ყველა ფულადი სოციალური დახმარების კანონით გარანტირებული ყოველწლიური ზრდა! მიზნობრივი სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა და დანერგეთ საყოველთაო სოციალური დაზღვევის სისტემა!
ხომ არ გგონიათ ვინმეს ეხალისება ხელი გამოგწოდოთ იმ კაპიკებზე, რასაც ეს ოჯახები ამ შემწეობის სახით იღებენ? არაფერს ვამბობ უმუშევრობის დონეზე ახალგაზრდებში, არაფერს ვამბობ საფასურების ზრდაზე და უთანასწორობაზე საითაც არ უნდა გაიხედო.
ასობით ათასი ბავშვი რომ საარსებო შემწეობას იღებს, გაზრდილს, კი, ბატონო, მაგრამ მაინც გაჭირვებაში რომ ცხოვრობს, ამ ბავშვებს შიმშილისგან რატომ არ იცავთ? რატომ არ განახორციელეთ ბავშვთა სასკოლო კვების პროგრამა 2022 წლიდან? იცით ეს, რომ ასე იყო დაგეგმილი. ამაზე ისაუბრეთ, თუ მართლა გულწრფელი ინტერესი გამოძრავებთ და არა საარჩევნო ინტერესი.
მოკლედ, თავს იტყუებთ, ან ჩვენი ხალხი სულელი გგონიათ. ყველამ იცის, რომ დალხენილი ქვეყნიდან არავინ გარბის, გაჭირვებაა სწორედ ის, რის გამოც ადამიანები სხვაგან მიდიან.
ამიტომ ამ მოცემულობის ფონზე, ცხადია, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ, რომ მსგავსი პრობლემები გადაფაროთ, ყველაფერს გააკეთებთ, რომ ამ ხალხს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ფინანსურად, ჩართულები არიან ამ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში - მოპაროთ ხმის მიცემის უფლება, არ მიაღებინოთ არჩვენებში მონაწილეობა. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში გეშინიათ, გეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და ყველაფერს შეწირავთ, მათ შორის, ბევრ მიღწევას, წარმატებას - ოღონდ ეს ძალუფლება გაიხანგრძლივოთ და ამას ძალიან კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება!
60%-იან მხარდაჭერას რომ იმეორებთ, ივანიშვილამდეც რომ 60 გქონდათ, ახლაც რომ 60 გაქვთ მისი გამოსვლის შემდეგ, სასაცილოა, თქვენს თავს ელაპარაკებით მხოლოდ, ამას ნახავთ, არჩევნების ტოტალური გაყალბების ინსტრუმენტებიც ვერ გიშველით!"
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.