Jump to content
Planeta.Ge

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტშია


პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარუდგინა.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელად პლენარულ სხდომას გადაეცემა.

ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო და საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევაზე უკვე შეთანხმდა.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება მას დაუბრუნდეს.

ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში გასულ წელს შევიდა – პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.

ასევე, პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის შენარჩუნებას.

მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის როლი შეზღუდულია, რადგან კანონში შესული ცვლილებით, თუ კანდიდატები კენჭისყრაზე ორჯერ ვერ მიიღებენ 76 ხმით მხარდაჭერას, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. პრეზიდენტი „ვეტოს“ დოკუმენტში წერს, რომ დაბალია შანსი იმისა, რომ კანდიდატმა ეს მხარდაჭერა ვერ მიიღოს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 20 თებერვალს მიიღეს.

კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...