მგზავრებს შორის ჩხუბის გამო მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში დაეშვა
ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი საგანგებოდ დაეშვა რუმინეთში. როგორც „ნეტგაზეთს“ რეისის ერთ-ერთი მგზავრი უყვება, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ნეტგაზეთის“ წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა რუმინეთში. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.
„ნეტგაზეთი“ ინფორმაციის გადამოწმებას ავიაკომპანიიასთან ცდილობს. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე მოგაწვდით.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.