Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა „ოცნებამ“ - საუბარი დაიწყეს იმ სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე, რომლის 2018 წელს შექმნა 2012 წლამდე წამებებმა და არაადამიანურმა/დამამცირებელმა მოპყრობებმა განაპირობა


"ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა „ოცნებამ“ - საუბარი დაიწყეს იმ სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე, რომლის 2018 წელს შექმნა 2012 წლამდე წამებებმა და არაადამიანურმა/დამამცირებელმა მოპყრობებმა განაპირობა.

როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას და მისი მანდატის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებენ. ანუ, ჯერ ხომ ინსპექტორის სამსახური გააუქმეს იმ მოტივით, რომ თითქოს რეფორმის გატარება და სამსახურის გაძლიერება უნდოდათ - მის ადგილას შექმნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური (პროკურატურის ფილიალი). ახლა მსჯელობა დაიწყეს ამ სამსახურის მთლიანად გაუქმებაზე იმ „არგუმენტით“ რომ კონსტიტუციური ორგანო არ არის ნაცვლად იმისა, კონსტიტუციური ორგანოს სტატუსი მიანიჭონ და მისი ხელმძღვანელის პოლიტიკური კონსენსუსით არჩევის წესი შემოიღონ. ინსპექტორის სამსახური რომ კონსტიტუციური ორგანო ყოფილიყო, ასე ხელაღებით ვერ გააუქმებდნენ.
როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დღეს დამოუკიდებელი არ არის, მისი რეფორმირების სივრცის არსებობა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მის გაძლიერებაზე მუდმივი აქცენტები, ბიძინა ივანიშვილის წინა და პოსტსაარჩევნო თავის ტკივილია და „გამოსავალი“ მოძებნეს.
შეგახსენებთ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნაცმოძრაობისდროინდელი წამების საპასუხოდ, ეს იყო ვალდებულება, რაც ოცნებამ აიღო (ამისთვის ჩამოიყვანეს თომას ჰამერბერგი) და ამასაც ღალატობენ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო
ჯამში, ამას არ და ვერ გაბედავენ!"


ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...