Jump to content
Planeta.Ge

ინგუშეთში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია 6 ადამიანი


ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც 2 მარტის 19:30 საათიდან მოქმედებდა.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ყარაბულაკში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 6 მებრძოლი.

„ბანდიტების ვინაობა დადგენილია. არსებული მონაცემებით, ისინი იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის მიმდევრები და მონაწილეობდნენ არაერთ ტერორისტულ აქტში, მათ შორის საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმაში და სამი პოლიციელის მკვლელობაში 2023 წლის მარტში“, — აცხადებს რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი.

საინფორმაცია სააგენტო Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლულთაგან ერთ-ერთი მშვიდობიანი გამვლელი იყო, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარყო.

ინგუშეთში პოლიციასა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებები შესახებ გუშინ, 2 მარტს გავრცელდა ინფორმაცია.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...