Jump to content
Planeta.Ge

სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს


საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. მათ გმირების მშობლებს დედის დღესთან დაკავშირებით თაიგულები მიართვეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს.

ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

1tv

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...