ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა
3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მიიღო, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის სამი წლის ბავშვი.
დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი.
რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა დღეს დილით განახორციელა. უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს. მათ უკვე მოახერხეს ხუთი დაშავებულის ამოყვანა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.