ეიფელის კოშკთან საავტომობილო გზები საფეხმავლო ზონად გადაიქცევა
პარიზში, ეიფელის კოშკთან არსებული საავტომობილო გზები შესაძლოა, საფეხმავლო ზონად გადაიქცეს. ინიციატივით ქალაქის მერი, ანნ იდალგო გამოდის.
მისი პროექტის მიხედვით, ეიფელის კოშკსა და ტროკადეროს სანაპიროს შორის მთელი სივრცე ავტომობილებისგან გათავისუფლდება. ყოფილ სამანქანო გზებზე ხეები დაირგვება და პარიზის გულში დიდი პარკი შეიქმნება.
იდალგო ამ პროექტს 2018 წლიდან უჭერს მხარს. თუმცა, მისი განხორციელება იმ საფრთხის გამო შეფერხდა, რომ გზების ჩაკეტვა ქალაქის სხვა უბნებში საცობებს გამოიწვევდა.
ამჯერად ცვლილებების გეგმა საბოლოოდ შემუშავებულია და მერი იმედოვნებს, რომ ეიფელის კოშკთან საფეხმავლო პარკი ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ გაჩნდება.
ავტორი: ლადო სულაბერიძე
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.