Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.277

blog-0429865001532686114.jpgსეფიროტი ესაა სიცოცხლის ხე. სეფიროტი ესაა უფლის 10 ენერგია. კლიფოტი ესაა "შემეცნების" ხე. კლიფოტი ესაა დემონთა 10 ენერგია (10 სამეფო). სეფიროტი ესაა ღმერთი - სიკეთე. კლიფოტი ესაა ანტი-ღმერთი ე.ი. დემონი - ბოროტება. ედემის ბაღში იყო ორი ხე, სიცოცხლის და ცოდნის და ეს ორი განასახიერებდა და წარმოადგენდა სეფიროტის და კლიფოტის სისტემას. ცხოვრების ხე, რომლიდანაც ჭამა ადამს და ევას არ ეკრძალებოდათ იყო - სეფიროტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამი და ევა იღებდნენ ენერგიას და ცოდნას ღვთაებრივი სამყაროებიდან. როცა სატანა განუდგა ღმერთს, გახდა ადამ-ბელიალი - დემონური პირველადამიანი. ადამ-ბელიალმა ანუ გველმა კალიმ აცდუნა ადამ-აფარი და ჰავევატი, ადამ-ბელიალმა მათ აჭამა ნაყოფი ცრუ ცოდნის ე.ი. კლიფოტის ხიდან. როგორც კი ადამმა და ჰავევატიმ შეჭამეს კლიფოტის ნაყოფი, ისინი მოწყდნენ სეფიროტის სისტემას და გახდნენ დემონურები. ადამ-აფარი, უფლის შვილი, გახდა ადამ-ბელიალის მსგავსი. ადამ-აფარი ქცეული ბელიალად და მისი ცოლი ჰავევატი გახდნენ კლიფოტის დემონური სისტემის მონები. მათ დაკარგეს სეფიროტის მადლი (ენერგია) და გადაიქცნენ დეგრადანტებად. ამიტომაც დაიწყეს სხეულის დაფარვა, რადგანაც სულიერი დაცემის შედეგად გაუჩნდათ მენტალური ბორკილები, მათ შორის - სიმორცხვე. კლიფოტის სისტემის დემონოიდებს სძულთ ღმერთი და არიან რადიკალი ჰედონისტები. ისინი ცდილობენ მიწიერი სიამოვნებებით ტვინი გამოუტენონ ადამიანებს და დაავიწყონ სულიერი განვითარება. კლიფოტის დემონები უარყოფენ იოგას და ტანტრას, ისინი უარყოფენ აბსოლუტს (ბრაჰმანს/ეინ-სოფს). ისინი არიან მატერიალისტები. კლიფოტის ხის ცოდნა არაა ჭეშმარიტი სულიერი ცოდნა, ესაა მატერიალისტური "ცოდნა". სეფიროტი ესაა არია-დჰარმა, ხოლო კლიფოტი - ასურა-დჰარმა. ომ შანტი რატომ ჰქონდათ ადამს და ევას განსხვავებული ცნობიერება? რატომ დადიოდნენ შიშვლები და არ რცხვენოდათ? რატომ არ იფარავდნენ სხეულს? რა ჰქონდათ მათ ისეთი, რაც ჩვენ არ გვაქვს? ბიბლიაში წერია, რომ როცა უფალს უჯერებდნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ ედემში, ადამს და ევას ჰქონდათ უფლის მადლი და იყვნენ სულიერად სუფთა არსებები. მათ ჰქონდათ განსხვავებული ცნობიერება, არა ისეთი, როგორიც გვაქვს ჩვენ - "ცივილიზებულ კულტურულ" ხალხს. ბიბლიაში წერია, რომ როცა ადამმა და ევამ დემონი გველისგან იგემეს ცრუ ცოდნის და ბოროტების ვაშლი, განიცადეს სულიერი დაცემა და აიფარეს ჯერ ლეღვის ფოთლები, შემდეგ კი უფალმა მათ მისცა ტყავის სამოსი და ჭიტლაყით ისროლა ედემიდან უბადრუკ უდაბურ უდაბნოში, სადაც ძლივს არსებობდნენ. ე.ი. მათ განიცადეს სულიერი დაცემა? ანუ რა გამოდის? ჩვენ ვართ სულიერად დაცემული ხალხი და სამოსის ტარება სწორედ ამის ნიშანია? გამოდის, რომ სამოსი სულაც არაა "მაღალი კულტურა" და "პროგრესი"? ეგრე გამოდის. ე.ი. ჰიმნოსოფისტი და ნუდისტი ადამი და ევა, იყვნენ ზე-მაღალი სულიერი ცნობიერების მქონე მადლმოსილი ზე-ადამიანები? ანუ ის "ველური" ტომებიც, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკაში, ამაზონიაში და ავსტრალია-ოკეანიაში, არიან ადამის და ევას მსგავსად სუფთა მადლიანი სულები? ეგრე გამოდის. "ველურები" ამტკიცებენ, რომ ესმით ბუნების სულის ხმა, იქნებ ეს მართლაც ასეა? იქნებ უფლის ხმა ესმით? სულიერი ადამიანი ფიქრობს მხოლოდ სულზე და არ აიგივებს საკუთარ თავს მოკვდავ მიწიერ სხეულთან. სწორედ ესაა ზე-სულიერი ცნობიერება. უცნაური და სასაცილოა ის, რომ თანამედროვე "კულტურულებს" ყველაფერი პირიქით ჰგონიათ და ფეხებზე იკიდებენ ბიბლიასაც და ვედებსაც. ადამის და ევას შესახებ ვედურ ბჰავიშია-მაჰაპურანაშიც თითქმის იგივე წერია. ბიბლიაში ოდნავ განსხვავებულადაა წარმოდგენილი ვედური მითი ნუდისტი იოგების - ადჰამას და ავევატის შესახებ. გამოდის, რომ ჩვენ, "ცივილიზებული" ადამიანები არასწორად ვცხოვრობთ და მცდარი "მორალი" გვაქვს? ასე გამოდის. გამოდის, რომ სირცხვილი და სხეულის დაფარვის სურვილი, ჰიმნოფობია, გაჩნდა სულიერი დაცემის შედეგად. ომ შანტი ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანას მიხედვით ადამი (ადჰამა) და ევა (ავევატი) იყვნენ ვიკამბარები. მათ არ გააჩნდათ სხეულის კონცეფცია და ჰქონდათ სუფთა ადვაიტური სულიერი ცნობიერება. ისინი იყვნენ ჭეშმარიტი არიელები სუფთა ტანტრისტული ცნობიერებით. მათ არ ჰქონდათ "პაშა" ე.ი. ბორკილები: შიში, ზიზღი, სიძულვილი, შფოთვა, წეს-ჩვეულებები, კლანური მენტალობა, სიმორცხვე და ეჭვიანობა. რადგანაც ეს ბორკილები ახასიათებთ მხოლოდ პაშუ-ბჰავას პრიმიტიულ ადამიანებს და ასევე ასურა-ბჰავას და მაჰა-პაშუ-ბჰავას დონის ბარბაროსებს - მლეჩხებს. ადამი და ევა არ იყვნენ პურიტანები. მათ არ ჰქონდათ სექსოფობია, ეროფობია და ჰიმნოფობია. მათ არ ჰქონდათ რეპრესიული ჰიმნოფობიური "მორალი" და "ზნეობა". ადამი და ევა იყვნენ ნაგა-სადჰუ ანუ ჰიმნოსოფისტი მაჰა-იოგინები. გველი კალის და მლეჩხების მაგიური ვაშლის გამო მათ დაკარგეს სუფთა ცნობიერება და გახდნენ დუალისტი მატერიალისტები, განიცადეს დეგრადაცია. გახდნენ მლეჩხები. თანამედროვე "ცივილიზაციის" ადამიანები უმეტესად არიან მლეჩხები და არ აქვთ ადვაიტური ცნობიერება, სამაგიეროდ გააჩნიათ ტამასიკური აზროვნება და სხეულის კონცეფცია, ისინი საკუთარ სულიერ მეს აიგივებენ სხეულთან. ცხადია მლეჩხებს ეზიზღებათ ვიკამბარები და ნუდისტები. მათ უჩნდებათ აგრესია, როცა ხედავენ ნუდისტებს და ჰიმნოსოფისტებს. მლეჩხები თვლიან, რომ "კულტურა" და "მაღალი დონე" ესაა ტანსაცმელი, ხოლო ნუდისტები არიან "გიჟები" და "ველურები". სინამდვილეში ეს ასე არაა. უბრალოდ მლეჩხებს ფეხებზე ჰკიდიათ ვედები და ტანტრები. სულ ესაა. თან, როგორც უკვე ითქვა, მლეჩხებს აქვთ ბორკილები და შებორკილნი არიან მატერიალისტური ტამასიკური რეპრესიული მორალით. მლეჩხებს აზროვნება უკუღმა აქვთ გადაბრუნებული, ისინი ფიქრობენ, რომ "თეთრი შავია და შავი - თეთრი". მლეჩხების "ცივილიზაცია" ესაა ვედურ-არიული ცივილიზაციის აბსოლუტური ინვერსია, სეფიროტის ინვერსია. მლეჩხებს არ აქვთ ეინ სოფ აურის (უსასრულო არაფრის სინათლის ე.ი. აბსოლუტის) გაცნობიერება. სეფიროტი ესაა დივია-სვარგა (ზეციური სამოთხე), ხოლო მისი ინვერსია - კლიფოტი, ესაა ბილა-სვარგა (დემონური სამეფო) საიდანაც მოვიდნენ დედამიწაზე ასურები (დემონები) და დაანგრიეს ვედური ცივილიზაცია. ასურებმა ადამიანებს დაადეს ბორკილები და აქციეს ისინი მონებად, მლეჩხებად, ჰიმნოფობებად. ომ შანტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...