Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა - ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერის ცვლილებიდან, ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი ახსნა მაქვს


საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამისთვის სწორი ახსნა გამაჩნია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მთავრობის "ორაზროვან პოზიციაზე" პასუხი არ აქვს, თუმცა კარგია, რომ რიტორიკა შეიცვალა.

“არ ვიცი იმ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არის [საქართველოს] მთავრობა ამ ორაზროვან პოზიციაში.

დარწმუნების გარეშე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ სანამ გრძელდება, მინდა აღვნიშნო და მხარი დავუჭირო ამას, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან [მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი] და ეს ამ გადაწყვეტილებების საოცრებაა, მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. იმის გარდა, რომ საქართველოში, მთელს სპექტრზე, ყველა სრულიად პროევროპული გახდა, არამედ ახლა ყველა ამბობს, რომ ის იყო მთავარი ფაქტორი. რაც კარგია. ეს ერთია.

ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერ-მინისტრის ცვლილებიდან, ჩვენ ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ. კვლავ, არ მთხოვოთ ავხსნა, შემიძლია, ის გითხრათ თუ რას ვხედავ და როგორ ვახდენ ინტერპრეტაციას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი ახსნა მაქვს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ახალ პრემიერ-მინისტრს „ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული“ რიტორიკა ჰქონდა, მაგრამ შეიცვალა.

“ახალი პრემიერ-მინისტრი გვყავს, ის ადამიანი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი უარყო, რომელსაც ყველაზე ანტი-დასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა ჰქონდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

და მოულოდნელად, როგორც ახალი პრემიერ-მინისტრი, ის პირველ რიგში ბრიუსელში მიდის და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს. თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა თქვას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ.

თუ ეს არის ევროპული გადაწყვეტილების შედეგი, ვფიქრობ ამ ცვლილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმავე მიმართულებით გავაგრძელოთ. ასე რომ, ძალიან კარგია, რომ ამ ძალიან ნათელ პოზიციაზე ხარ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...