Jump to content
Planeta.Ge

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში მოკლულ 21 წლის გოგოს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული


ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, წინუბანში მოკლულ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე იმავე დასახლების მცხოვრებია. ამასთან, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აღნიშნული პირი გოგონას ფულს სძალავდა.

„მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი მიდის. ამ გოგოს ტელეფონი უპოვიათ გატეხილი, იმას [სავარაუდოდ დამნაშავეს] ეძებენ“, - აცხადებს მეზობელი.

ცნობისთვის, წინუბანში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი მოკლული დღეს დილით, სახლთან ახლოს იპოვეს.

გოგონას დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამეძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...