ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ
ილია თოფურიას, რომელიც ცოტა ხნის წინ UFC-ის ჩემპიონი გახდა, ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ, იტყობინება „მარკა“.
დღეს, 27 თებერვალს, თოფურია ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა მიიღო. თოფურიამ, რომელიც მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჯერ არ აქვს, თქვა, რომ ჩემპიონობის შემდეგ მისი ოცნება ესპანეთის მოქალაქეობის მიღება იყო და უნდოდა, პრემიერისთვის მოქალაქეობის მინიჭება ეთხოვა.
„მარკა“ წერს, რომ პედრო სანჩესმა დააფასა თოფურიას „ძალისხმევა, თავგანწირვა და სიჯიუტე, რომელმაც იგი მიზნის მიღწევამდე მიიყვანა“.
„ძალიან მალე ახდება [ილია თოფურიას] მეორე ოცნებაც. თქვენი სიყვარული ესპანეთისადმი გამოიხატება თქვენს ესპანეთის მოქალაქეობაში“, – ციტირებს გამოცემა მთავრობის მეთაურს.
გარეკანის ფოტოზე: პედრო სანჩესი და ილია თოფურია, ჩემპიონის ქამრით.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.