Jump to content
Planeta.Ge

2 ბინა დუბაიში, 130 კვმ ბინა პარიზში — რა ქონებას ფლობს „ოცნების" დეპუტატი ობოლაშვილი


„ოცნების” დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა 22 თებერვალს დეკლარაცია განაახლა.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო.

ობოლაშვილი წამლების იმპორტიორი კომპანია „გლობალფარმის” 100%-იანი წილის მფლობელია. მისივე დეკლარაციის თანახმად, ამ კომპანიიდან მან 2020 წელს – 1 187 918 მილიონი, 2021 წელს – 94 715, ხოლო 2022 წელს 348 439 ლარი მიიღო.

უახლესი დეკლარაციის მიხედვით, „ოცნების” დეპუტატს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 2 ბინა აქვს დუბაიში. ერთი 2013, მეორე კი 2015 წელს შეიძინა.

ერთ-ერთი ბინა დუბაიში ობოლაშვილს Marsa Dubai – ელიტ რეზიდენსში აქვს. ბინები დეკლარაციის მიხედვით, გაქირავებულია. დუბაიში გაქირავებული ბინებიდან ობოლაშვილმა, ორი ბინიდან, ჯამში 146 070 AED მიიღო, რაც ლარში დაახლოებით 108 ათას ლარზე მეტია.

ე.წ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილს ბინა აქვს საფრანგეთის დედაქალაქშიც, პარიზში ის 130 კვმ ფართის ბინას ფლობს, რომელიც მან 2014 წელს შეიძინა. 2019 წელს ობოლაშვილმა პარიზში, მაგდებურგის ქუჩაზე ავტოფარეხიც იყიდა.

მისი ცოლის, ლია ობოლაშვილის სახელზე თბილისში სამი ბინაა – ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საბურთალოზე და თამარ მეფის გამზირზე. ასევე, თბილისში ფლობენ 3 ავტოფარეხს, სხვადასხვა უბანში.

ცოლ-ქმარ ობოლაშვილებს აქვთ მიწის ნაკვეთები ადიგენში, ტაბახმელაში, მცხეთასა და ბორჯომში.

ახალი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს „ოცნების” დეპუტატმა 2017 წელს 15 000 დოლარად BREGUET-ის ბრენდის საათი შეიძინა, 2018 წელს A.Lange & SOHNE-ის ბრენდის საათში 17 000 დოლარი გადაიხადა, 2022 წელს კი Vacheron Constantin-ის საათი იყიდა 15 500 დოლარად. 

ლია და ანტონ ობოლაშვილებს, დეკლარაციის მიხედვით, სამი PORSHE CAYENE-ის ავტომობილი ჰყავთ, რომელთაგან ერთი 2023 წლის ნოემბერში იყიდეს.

2023 წლის პირველი იანვრიდან დეკემბრამდე ანტონ ობოლაშვილმა, პარლამენტის წევრმა პარლამენტიდან შემოსავლის სახით ჯამში 42 910,72 ლარი მიიღო.

ანტონ ობოლაშვილი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქიდან აირჩიეს. მან მხარი დაუჭირა ე.წ აგენტების შესახებ კანონის მიღებას.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...