Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. დღევანდელი აქცია მთლიანად ეძღვნება ადამიანების დაპირისპირებას და ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესეშია აქ ორი აზრი არ არსებობს. ივანიშვილი ამ გაჭირვებულ ადამიანებს არის ამოფარებული და თან აკეთებს ისეთ საქმეს, რომელიც მისი ოჯახისთვის და მისი შვილებისთვის არის მატერიარული სიკეთეების შენარჩუნების მიზანი, მაგრამ აი ამ ადამიანების შვილებს, რომელთაც ცდილობს ამოეფაროს, მათ შვილებს უკეთეს მომავალს უსპობს, ყოველ შემთხვევაში ამისი მცდელობა აქვს. ანა ბუჩუკირი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/814355517223406/
  3. დღეს ხელისუფლება ქართველ ხალხს ართმევს ღირსებას! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიბრძვით ერთად, არ გავიყოფით, არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! თემო ტარიელაძე, სტუდენტი ბათუმიდან. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7203221906454044/
  4. ამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, არაერთი თაობის მკაფიო გადაწყვეტილებას, ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით და იმ მისწრაფებებს, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს, ამას ვერც ივანიშვილი, ვერ სააკაშვილი და ვერც ვერავინ სხვა წერტილს ვერ დაუსვამს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1529755021306107/
  5. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილმა ღიად აირჩია რუსეთის მხარე. “წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია. ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი ჰგონია. ის ჰპირდება მათ, რომ საზიზღარ ევროკავშირში საქართველოს მაინც შეიყვანს, ოღონდ მანამდე გაანადგურებს ევროკავშირის “აგენტებს” არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის სახით, და ასევე, აშშ-ის აგენტებს “ნაცმოძრაობის” სახით. მანამდე კი აუცილებელია, რომ ამ ხალხმა ის ხელისუფლებაში კვლავ დატოვოს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო გაბედულად ჩაატაროს ნაცმოძრაობის “რიტუალური მკვლელობა”, – წერს გოგოლაშვილი. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო. “ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც საქართველოს ჩართვას ცდილობს ომში. ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით. თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება გაიმართა, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. “ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ. ნეტგაზეთი
  6. საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის ინიციირებასთან დაკავშირებით და პარლამენტს კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ფონდების შეფასებით, თუ კანონი მიღებული იქნება, „ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში”.
  7. შვედეთის ყოფილი პრემიერი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში ,,ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განხადებებს ეხმაურება: ,,ივანიშვილის ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ ის მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის. ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარება, მისი სიტყვა უნდა წაიკითხოს”, – წერს ბილდტი. პუბლიკა
  8. საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, - ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ. „პუტინმა გამოიყენა ეს კანონი რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცა მისი, როგორც დიქტატორის სასტიკი მმართველობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. კონგრესმენები საქართველოს ლიდერებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მოწოდება წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ. „საქართველოს რესპუბლიკისთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია. ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ მათი მოწოდებები წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაში მონაწილეობს. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავსი „უცხოური აგენტების კანონი“ საქართველოს ამ გზიდან აშორებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  9. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინა უკვე იღებს იარაღს დახმარების ახალი პაკეტიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას, კონგრესის მიერ დამტკიცების შემდეგ, გამოაცხადა. „დახმარება მოდის უკრაინაში, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, - განაცხად თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა და დასძინა, რომ სურს, სიფრთხილე გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე. თეთრი სახლის პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ იარაღი დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ. გასულ კვირას, „რამშტაინის“ ფორმატში გამართული 21-ე შეხვედრის შემდეგ, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას USAI-ის (უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის) მექანიზმის ფარგლებში 6 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები მიიღო და მათი მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ 24 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარამდე ღირებულების სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს. იპნ
  10. Yesterday
  11. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს. „გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. იპნ
  12. ბექა ლილუაშვილი თანამდებობის პირთა დეკლარაციაში პირთა წრის გაფართოვების შესახებ: 8 თვის წინ დავაინიცირეთ კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირის დეკლარაციის პირთა წრის გაფართოვებას. თქვენ რუსული კანონის განხილვისას იძახით, დეკლარაციის შევსება რა გახდაო და ამას იშველიებთ არგუმენტად. თქვენ რამ შეგაშინათ ასე, რომ 7 თვის განმავლობაში განსახილველადაც არ გამოიტანეთ ეს ინიციატივა. 4e0069e6-a12e-4de8-ae5b-c90f4adf21dc.mp4
  13. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის მიმართვა საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრების დელეგაციას : "ჩვენი ხალხი დღეს არის ევროპელი და ჩვენი ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი არის ევროპა. სამწუხაროა, რომ დღეს მმართველი პარტია რეფორმების კუთხით წინ ნაბიჯებს არ დგამს, თუმცა იმედი მაქვს, ეს მოცემულობა არჩევნების შემდეგ შეიცვლება და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ევროინტეგრაციას და გადავალთ მოლაპარაკებების ეტაპზე." ვიდეო: https://www.facebook.com/Gakharianewsforgeo/videos/1128642285125827/
  14. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა. "სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს. აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის. "შე ტუტუცო ქალო, გაბრძანდით აქედან. საერთოდ ამ ქვეყანაში, რომ ჩამოხვედით, უნდა გრცხვენოდეთ. ფსკერი ხართ, მეტი არაფერი, ფსკერზე ქვემოთ ხართ", - მიმართა მიქანაძემ დეკანოიძეს. თავის მხრივ, დეკანოიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა და აღნიშნა: "არ გინდათ შინაარსის მოსმენა. ანრი, პატარა ძალაუფლება ჩაგიგდიათ და შენ გგონია, რომ ამ ძალაუფლებით ვინმეს შეაშინებ, მაგრამ არარაობები ხართ ყველა. როგორ არ გრცხვენია კომიტეტის თავმჯდომარე ხარ. ლეგიტიმური პროცესი არ არის ეს", - აღნიშნა დეკანოიძემ. საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს. იპნ
  15. გამარჯობა, სასტუმროს კარის ელექტრო საკეტები სად შეიძლება რომ შევიძინო?
  16. გამარჯობა, კომუნალურები რომელი საიტების შემიძლია რომ გადაციხადო?
  17. გამარჯობა, გთხოვ პირადი გამოცდილებით მირჩიოთ ავტომობილის შესაძენად რა ჯობია ავტო სესხი ავიღო თუ პირდაპირ სამომხმარებლო სესხით ვიყიდო?
  18. გამარჯობა, რომელ სამშენებლო კომპანიას აქვს დასრულებული პროექტები თბილისის ცენტრში, მაგალითად ბინები ვაკეში?
  19. სალამი, მცირე ბიზნესისთვის მჭირდება ბუღალტერიის აუთსორსინგი, გთხოვთ პირადი გამოცდილებით მითხრათ რომელ კომპანიას გაუწევდით რეკომენდაციას?
  20. გამარჯობა, რომელ საიტზე შეიძლება რომ ვნახო ბინები დღიურად ბათუმში?
  21. “ოცნება” და ივანიშვილი ცდილობს ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს დააპირისპიროს, ამ კანონის ყველაზე დიდი რუსულობაც ეს არის. ფაქტია, რომ ივანიშვილის “ოცნების” პირობებში ჩვენი ქვეყანა ვერ გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1628333287915313/
  22. "ჩვენ უნდა დავარწმუნოთ "ოცნება", რომ წაგება არ ნიშნავს განადგურებას. წაგება არ ნიშნავს შურისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი , განსაკუთრებით კორუფციული დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისგება ეკუთვნის, მაგრამ პოლიტიკურ შურისძიებას და პოლიტიკურ განადგურებას ეს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა დავაწრმუნოთ "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომ ერთპიროვნული ძალაუფლება ამ ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისწავლონ კომპრომისი რას ნიშნავს და თავიანთ ინტერესებზე ნაბიჯის ცოტა უკან გადადგმა. რა გვინდა მაშინ ევროპაში? ევროპული დემოკრატია ნიშნავს კომპრომისების უნარს. ჩვენ თუ ვერ ვასწავლეთ ქართველ პოლიტიკოსებს რა არის კომპრომისი, ვიტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. ჩვენი თაობის ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენ შვილებს დავუტოვოთ ევროპული საქართველო და ისეთი საქართველო, სადაც პოლიტიკური კრიზისების გადაწყვეტის გზად და ადგილად აღარ იქნება პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  23. "კრიზისის ხელოვნური შექმნა ხელისუფლების მიერ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დავალება რუსეთიდან, სხვანაირად უბრალოდ ვერ ვხსნი ამ ყველაფერს. საქართველოსგან ბელარუსი ვერ გამოვა ვერასოდეს. "ოცნება" დღეს უაღრესად უსუსურ მდგომარეობაშია, ყოველდღიურად ჩანს ეს. მაგალითად, მთელი კამპანია წამოიწყეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აეხსნათ, ეს კანონი რუსული კი არა ამერიკულიაო და პირიქით უფრო დაუმტკიცეს - დაარწმუნეს საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს კანონი ნამდვილად რუსულია. ბევრი ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ აეხსნათ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ ევროპელები ვართ, ოღონდ ჩვენ ნამვდილი ევროპა გვინდა, ჭეშმარიტი ევროპა და არა ის ევროკავშირი. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითობის და თვითგადარჩენის მიზნით, ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით, სასოწარკვეთილი მოძრაობები და ქმედებები. სინამდვილეში, მათი ანტიდასავლურობის მთავარი ახსნა გახლავთ იმაში, რომ მათ ძალიან კარგად ესმით, საქართველო როგორც კი ნაბიჯს გადადგამს ევროპაში გაწევრიანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვერც ერთ დღეს ოცნება ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. ამას, რა თქმა უნდა, რუსეთი გამოიყენებს. რუსეთისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი დღეს არის კორუმპირებული საქართველოს მთავრობა, რომელსაც ძალიან მარტივად მოისყიდიან, რომელიც იძულებულია მსგავსი კანონების ინიცირების, როგორიც არის რუსული კანონი, დაუმტკიცონ თავიანთ მფარველებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საქართველოს წინსვლა ევროპული მიმართულებით შეჩერდეს და შეუძლებელი გახდეს." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  24. "ახლა ამ ხელოვნურად ინსპირირებული კრიზისებით რის მიღწევას ცდილობს "ოცნება" წარმოდგენა არ მაქვს. მე ვიცი ერთი რამ, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ხდება ხელოვნურად კრიზისების შექმნა, ამ კრიზისებთან შემდგომ "ოცნებას" გამკლავება უჭირს... როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აანონსებს, ეს ხდება ბოლო ჟამს, როდესაც უკვე სხვა რესურსი არ არსებობს, არ არსებობს არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი. მაგალითად ერთი თვის წინ, ორი თვის წინ, სანამ ეს ხელოვნურად ინსპირირებული კროზისები იქნებოდა, აქ ვიჯექით და ვსაუბრობდით სოციალურ პროგრამებზე, მეტეოს განვითარებაზე თბილისში, მინიმალურ ხელფასზე, მინიმალურ პენსიაზე და ასე შემდეგ. დღეს ეს არავის არ ახსოვს. გამოდის, იმის გამო, რომ დღეს ხელისუფლება ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს, პროგრესულ დღის წესრიგს საქართველოს მოქალაქეებს ვერ სთავაზობს, ხელოვნურად ახდენს კრიზისების ინსპირირებას. შემდეგ ან გაუმკლავდებიან ამ პროცესებს, ან ვერ და ქვეყანა შეჰყავთ უზარმაზარ რისკებში. ამიტომ სამოქალქო დაპირისპირების რისკი დღეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს იყო ორი თვის უკან, კიდევ უფრო დიდია ვიდრე იყო მაგალითად 30 დეკემბრამდე, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა. ეხლა ამბობენ, რომ ხვალ ისევ მიმართავს აქციაზე თავის მომხრეებს. კარგია რომ არ იმალება, მისგან მაინც გავიგებთ რა არის პოლიტკური მიზანი იმ ყველაფრის, რაც ახლა ხდება." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  25. "გზავნილით, რომელიც მივიღეთ ამერიკის სენატიდან გვითხრეს, რომ ამ კანონის და საქართველოს პარლამენტში დამტკიცების პირობებში გადაიხედება სტრატეგიული პარტინიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის. მოკლედ, დღეს ჩვენ გვაქვს ორი მესიჯი ორი სტრატეგიული პარტნიორისგან - ევროპელები გვეუბნებიან, რომ ამ კანონის დამტკიცების შემდგომ სვლა ევროპული გაწევრიანების მიმართულებით შეჩერდება, ამერიკელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ თუ ეს კანონი დამტკიცდება საქართველოს პარლანეტში, გადაიხედება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. მინდა გითხრათ, რომ ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების უდიდესი მარცხი და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რა თქმა უნდა "ოცნებას", იმიტომ, რომ დღეს საქართველოს პარტნიორები ევროპაში და ამერიკაშიც ხედავენ, რომ დღეს საქართველოში რაც ხდება, ეს არის მცდელობა ქვეყნის ცივილიზაციური არჩევნის შეცვლის მიზნით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ერთადერთი და ყველაზე დიდი კონსესუსი, ეს არის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევნის ევროპული და ევროანტლატიკური არჩევანი. დღეს სხვადასხვა ადამიანები ცდილობენ ეს არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. არაფერი მათ არ გამოუვათ, ერთადერთი უბრალოდ დროს გვაკარგვინებენ და რა თქმა უნდა უზარმაზარ ტურბულენტობაში და რისკებში შეჰყავთ ქვეყანა. " გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  26. "საბოლოო ჯამში ევროპიდან მესიჯი არის ის, რომ, თუ საქართველო დაამტკიცებს ამ კანონს, საქართველოს პარლამენტის , ქვეყნის სვლა ევროპული გაწევრიანების მიმართულებით იქნება შეჩერებული. ეს არის სარეკომენდაციო პოლიტიკური განცხადება და არ აქვს სამართლებრივი შედეგები, მაგრამ პოლიიტიკური თვალსაზრისით ეს არის უმძიმესი განაცხადი... განსაკუთრებით დღეს, კანდიდატის სტატუსუს მიღების შემდგომ , როდესაც ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შეფასებას, რომელსაც ქვეყანა იმსახურებს და გავაგრძლებთ სვლას ევროპული მომაბვლისკენ. მე მინდა ვთქვა, რომ მთლად სამართლიანი არ არის ეს რეზოლუცია. რეზოლუციაში არის ბევრი არეული საკითხი. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ევროპულ გზაზე იმსახურებს წინსვლას და არაფერ შუაში არ არის აქ, არც სააკაშვილის გათავისუფლება, ან რაღაც ჰუმანიტარული მსჯელობები მასზე და არც ივანიშვილის სანქცირება და კიდევ ბევრი სხვა საკითხი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  27. "ამ კანონით ხელისუფლება პირდაპირ აპირისპირებს ხალხს ერთმანეთთან და ანადგურებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს კანონი უპირობოდ უკან უნდა გაიწვიოს „ოცნებამ“, ამისი მოლოდინი მე პირადად არ მაქვს, ამიტომ ხალხმა მათთან საუბარი უნდა გავაგრძელოთ ქუჩიდან, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. მე როგორც ყოფილი საჯარო მოხელე ვუთანაგრძნობ დღეს აქციაზე გაყვანილ ხალხს. მთავარია ეს ადამიანები 26 ოქტომბერს ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ. ერთადერთი რაც შეიძლება მოვისმინოთ ივანიშვილისგან არის ის რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს, რისი მოლოდინიც არ მაქვს, სხვა მხრივ მისი საუბარი საინტერესო აღარ არის." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=2160138271009980
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...